ოკუპანტები ახალ ტერიტორიას იტაცებენ
Your browser doesn’t support HTML5
დილიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან კვლავ გამოჩნდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამ ტერიტორიის დაახლოებით ერთ კილომეტრიან მონაკვეთს ამზადებენ ე.წ. საზღვრის გასავლებად. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მიწას თხრიან ძელებისთვის, რომელზეც ღობე უნდა აღმართონ