მაშინ იქ ახალი სოფლის აშენებაც მხოლოდ ნატვრა იყო. მაგრამ პანდემიის დროს, როცა ყველამ ქალაქგარეთ მიწის ძებნა დაიწყო, სათიბეს იდეა დიდი შენების გეგმად იქცა. ირაკლის უნდოდა თანამოაზრეები გვერდით და იქაურობის ისეთ ადგილად ქცევა, სადაც ყველაფერი ადგილზე შეიქმნებოდა. ადამიანები კი ერთმანეთს ამ ცოდნას ერთმანეთს გაუზიარებდნენ.
მაგრამ სანამ ნამდვილი სოფლის მშენებლობა დაიწყებოდა, მანამდე ირაკლი ხის მინიატურულ სახლებს აკეთებდა და მათგან პატარა ქალაქების და სოფლების მაკეტებს აწყობდა. ყველა გამორიყულ ხეს, ქვას და სხვებისთვის, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთებს აგროვებდა. ასე გაჩნდა მისი მინიატურული სამყარო, რომელიც მერე სათიბედ გადაიქცა.
დღეს სათიბეში უკვე რამდენიმე სახელოსნო მუშაობს. შეფმზარეული მაქსი - სამზარეულოში ტრიალებს და ხან სათიბელებს აპურებს, ხანაც იქაურობის სტუმრებს. ამბობს, რომ მისთვის აქ ახალი გასტრონომიული მოგზაურობა დაიწყო.
ავთანდილი და ირაკლი დურგლობენ. ხან ხის მექანიკური სათამაშოები მზადდება, ხან სხვა ნივთები - ხისა და რკინისგან. გეგმაში ნამდვილი ქარის წისქვილიცაა. ომარი ხატავს და ტყავის ჩანთებს კერავს.
სათიბე ცოცხლობს და თავის ახალ ბინადრებს ელის.