24 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოთარ ზურაბიშვილი, "საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა 1921 წლის პოლიტიკური ემიგრაციისა და მათი შთამომავლების მიერ გავლილ გზასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეტაპებზე, როგორც ემიგრაციაში, ისე საკუთრივ საქართველოში. ოთარ ზურაბიშვილი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს დღეს არსებულ გამოწვევებზეც როგორც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ისე დღემდე განვლილი გზის გააზრებისა და სათანადოდ დაფასების, მათ შორის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქართული სათვისტომოს ღვაწლის აღნიშვნის მნიშვნელობაზე.
Your browser doesn’t support HTML5