26 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნონა ქურდოვანიძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონკრეტული კანონის მაგალითზე. 25 სექტემბერს "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის შედეგების წარდგენა. საქართველოში დღემდე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც 1984 წლით თარიღდება. საია წლებია ლაპარაკობს ახალი კოდექსის შექმნის აუცილებლობაზე. ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, როგორ უკავშირდება ახალი კოდექსის შექმნის საჭიროება ასოცირების შეთანხმებას და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მოქალაქეებისთვის.
Your browser doesn’t support HTML5