27 ნოემბერს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, თოვლი და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო

ბათუმის სანაპირო ზოლი

გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი, ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და ზღვაზე 5-6-ბალიანი შტორმი.

სააგენტოს გაფრთხილების თანახმად, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

„მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - იუწყება სააგენტო.