25 ნოემბერს თემირლან მაჩალიკაშვილი 20 წლის გახდებოდა

Your browser doesn’t support HTML5

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები პარლამენტის წინ აქციას მართავენ. აქ კუსტარული კარვები უკვე თვეებია დგას. თემირლანის მამა ხორავას ქუჩაზე დაღუპული დავით სარალიძის მამასთან ერთად მათი შვილების მკვლელების დასჯას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა, 10 იანვრის დილას საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას მაშინვე კატეგორიულად უარყოფდნენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ეჭვქვეშ აყენებდნენ უფლებადამცველები.