ნოე ჟორდანიას შვილიშვილი - თავის ცნობილ ბაბუაზე

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილს, ქრისტინე ფაღავა-ბულეზს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევხვდით, სადაც 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისა და ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა პრეზენტაცია ალბომისა „ნოე ჟორდანია - 150“. ქრისტინე ფაღავა-ბულეზი რადიო თავისუფლებასთან ბაბუას იხსენებს.