ლიტერატურული გადაცემა "წახნაგები" რუბრიკით "პრემია" გთავაზობთ საუბარს 2015 წლის ლაურეატზე, სვეტლანა ალექსიევიჩზე. ეს მწერალი პირველივე წიგნით - "ომს არ აქვს ქალის სახე" - დამკვიდრდა მსოფლიო ლიტერატურაში, როგორც სრულიად გამორჩეული, ორიგინალური და უძლიერესი ავტორი, რომელმაც განავითარა ლიტერატურის პოლიფონიური პრინციპი და უბრალო ადამიანების ხმები ლიტერატურული სიმფონიის შემადგენლად აქცია. ალექსიევიჩმა მსოფლიო გააოგნა თავისი უმძლავრესი შედევრით, "ჩერნობილის ლოცვით", რომელშიც ჩერნობილის ტრაგედია მეოცე საუკუნის მთავარ მოვლენად წარმოაჩინა. რა არის ომი, საიდან გაჩნდა ცინკის ბიჭების სისასტიკე, რა არის სეკონდ ჰენდის დრო, როგორ აყალიბებს ტრაგედია ახალ ნაციას, როგორ ქმნიან ადამიანები ისტორიას - ამ და სხვა საკითხებზე იქნება საუბარი გადაცემაში.