„ნიუ იორკ ტაიმსის“ ნიუსრუმის მთავარი იურისტი მედიის თავისუფლებაზე
Your browser doesn’t support HTML5
“საბოლოოდ, საზოგადოებაზეა დამოკიდებული - სურს თუ არა თავისუფალი მედია, სჯერა თუ არა თავისუფალი მედიის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დევიდ მაკკროუმ, „ნიუ იორკ ტაიმსის“ ნიუსრუმის მთავარმა იურისტმა.
დევიდ მაკკროუ კომპანიაში უკვე 17 წელია მუშაობს. არაერთი გახმაურებული სტატიის გამო მოუხდა რედაქციის ინტერესების დაცვა - იქნებოდა ეს „ვიკილიკსსა“ თუ ედვარდ სნოუდენთან დაკავშირებული ამბები, დონალდ ტრამპის გადასახადებსა თუ ტეხასის ლითონჩამომსხმელ ქარხანაში არსებულ საშიშ სამუშაო გარემოზე გამოქვეყნებული მასალები.
დევიდ მაკკროუ არის ავტორი წიგნისა: „სიმართლე ჩვენს დროში: მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლის კულუარები ალტერნატიული ფაქტების ეპოქაში“. ის ილიაუნის მოწვევით თბილისში იმყოფება. 31 ივლისს ერთ-ერთი შეხვედრა „ღია საზოგადოების“ ოფისში გამართა.