ნინოს თოჯინები
Your browser doesn’t support HTML5
ნინო დოლიძე წლებია საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მუშაობს. საჯარო მოხელის რუტინული დღეების გაფერადება ერთი წლის წინ, თოჯინების კეთებით გადაწყვიტა. ნინოს თოჯინები ჩვენ გვგვანან, ხასიათითაც და გარეგნულადაც. ისევე აცვიათ, როგორც ჩვენ, ჯინსის შარვლები, ქურთუკები, ჩანთები, სათვალეები, მძივები და ა.შ. მისი თოჯინები ხან გამოგონილი პერსონაჟები არიან, ხან კი პროტოტიპები ჰყავთ, მაგალითად, ქუჩაში, მეტროში აღმოჩენილი ქალები. გარდა განტვირთვისა და სიახლის ძიებისა, ნინოსთვის თოჯინების კერვა შემოსავლის წყაროდაც იქცა.