"ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"

ევროსასამართლოს 31 იანვრის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა უფლებადამცველები და რუსეთის წინააღმდეგ მომჩივნები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საქმე ეხებოდა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში იყვნენ გამოძევებული რუსეთის ფედერაციიდან. ნინო ჯომარჯიძე, საია-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი "დილის საუბრებში" მრავალწლიან პროცესში საია-ს გამოცდილებაზე ყვება და აგრეთვე განმარტავს თუ ვინ და რა პრინციპით უნდა მიიღოს კომპენსაცია. განსჯის საგანია აგრეთვე რუსეთის მიერ ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევროს გადახდის პერსპექტივა. რა ბერკეტებია ევროსაბჭოს ინსტიტუტების ხელში რუსეთის იძულებისთვის?

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ჯომარჯიძე რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ