ნინო მურადელი და ალეკო როშნიაშვილი - გორი
Your browser doesn’t support HTML5
ნინო მურადელი: მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მე ეს სახლი არ დამეტოვებინა, მაგრამ მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, გორი უნდა დაბომბონო, და იმ ღამეს გავედით. თავი ატენის სიონს შევაფარეთ. ჩემი მეუღლე ყოველდღე მოდიოდა გორის ტერიტორიის დასათვალიერებლად. ერთ დღესაც შეამჩნია, რომ სახლის სახურავი იყო ჩაღრმავებული, ჩანგრეული.
ალეკო როშნიაშვილი: ჰოსპიტლის უკანა ეზოდან მოვდიოდი, როცა ეს გამაყრუებელი ხმა გაისმა, ყურებმა ძაგძაგი დამიწყო. გამოვიქეცი, წამოვედი მოედნისკენ. საქართველოს ბანკთან ერთი დავინახე, გახვრეტილი ჰქონდა ფეხი. ერთი მიცვალებული მოედნის კუთხესთან ეგდო.