ნიგერიიდან თბილისში
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში, საბჭოს მოედანთან, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში თითქმის 10 წელია ფუნქციონირებს დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, რომლის მრევლიც თავს პროტესტანად თვლის. ეკლესია ნიგერიის ქალაქ ლაგოსში გასულ საუკუნეში დაარსდა, ნელ-ნელა გაფართოვდა და დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰყავს მიმდევარი.
თბილისელი ნიგერიელებისთვის ეს არის შეკრების მთავარი ადგილი.