6 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნესტან ლონდარიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ე.წ. "ხორავას ქუჩის საქმეზე" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ჩატარებულ სამუშაოზე და იმ პროცესზე, რასაც კომისიის სხდომებზე ადევნებდა თვალს საზოგადოება. ნესტან ლონდარიძე თვლის, რომ ამ საქმეზე მსჯელობისას უკანა პლანზე უნდა გადავიდეს პოლიტიკური ინტერესები, რადგან საბოლოო მიზანი მიუღწეველია - დღემდე არ არის პასუხი შეკითხვაზე: ვინ მოკლა დავით სარალიძე? ზაზა სარალიძის ადვოკატი ხედავს პროცესის სამართლებრივი ჭრილიდან გასვლის საშიშროებას. "არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას, სანამ არ დადგინდება ჭეშმარიტება!", - ამბობს ნესტან ლონდარიძე.
Your browser doesn’t support HTML5