„ნაცები“ ვართ თუ „ქოცები“?

შუაშისტები გადაშენდნენ შუმერებივითა თუ ფილისტიმელებივით. ყოველ შემთხთვევაში, ძნელია, ვინმე დააჯერო, რომ არც „ნაცი“ ხარ და არც - „ქოცი“. მეტიც, შეიძლება ერთდროულად მამალი „ნაციც“ გიძახონ და უიმედო „ქოციც“, ლიბერასტიც და კრემლის აგენტიც. ბოლოს შეიძლება შეეგუო კიდეც უსაფუძვლო გინებას, მაგრამ მაინც გაურკვეველი დარჩეს, თუ ვინ ხარ. მოკლედ, ალალი კაცისთვის არავინაა...