შრომითი უფლებები, მათი დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები, გაეროს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ დამკვიდრებული სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა, სამუშაო ადგილებზე სოციალური დიალოგის კონცეფცია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ქუთაისში გამართული შეხვედრის თემები.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, ქალთა და მამაკაცთა შრომის ანაზღაურების თანაბრობის დარღვევისთვის წელს, ივნისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე განიხილება საქართველოს მაგალითი, როგორც ფუნდამენტური მე-100 კონვენციის დამრღვევის...
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის, განმარტებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თითქმის ასწლიანი არსებობის განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტებით შეიმუშავა 200-მდე კონვენცია. საქართველო სხვადასხვა დროს შეუერთდა 18 - მათ შორის ფუნდამენტური მნიშვნელობის 8 -კონვენციას, თუმცა, მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 2006 წლიდან არაერთხელ იქცა საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის ობიექტად. რაისა ლიპარტელიანისავე განცხადებით, ფუნდამენტური კონვენციები ეხება გაერთიანების თავისუფლებას, კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას, ქალთა და მამაკაცთა შრომის ანაზღაურების თანაბრობას და ბავშვთა და იძულებით შრომას. ლიპარტელიანის შეფასებით, საქართველოში არსებობს კონვენციების აღსრულების პრობლემა, რადგან ეროვნული კანონმდებლობა არასრულყოფილია ან კანონი არ სრულდება ქმედითი შრომის ინსპექციის არარსებობის გამო.
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანისავე განცხადებით, საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა, როცა ქალების ხელფასი მამაკაცების ხელფასზე 37 %-ით ნაკლებია და ამას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ის, რომ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ამასთან, ოჯახური ვალდებულებების გამო ხშირად ქალები ნახევარ განაკვეთზე საქმდებიან. არის შემთხვევებიც, როცა დამსაქმებლები ფეხმძიმე ქალებს ან მათ, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, საერთოდ არ ასაქმებენ. რაისა ლიპარტელიანის ინფორმაციით, პროფესიული კავშირების გაერთიანებას აქვს სასამართლო დავა იმის გამო, რომ ერთი და იმავე თანამდებობაზე ქალის შრომის ანაზღაურება მამაკაცის ხელფასზე ორჯერ ნაკლებია.
2023 წლამდე საქართველომ შრომითი უფლებების დასაცავად უნდა შეასრულოს ევროკავშირის 40-მდე დირექტივა, რომელიც შეეხება სოციალური და შრომითი უფლებების მაღალი დაცვის წესებს, სოლიდარობის პრინციპის დანერგვას...
საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, ქალთა და მამაკაცთა შრომის ანაზღაურების თანაბრობის დარღვევისთვის წელს, ივნისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე განიხილება საქართველოს მაგალითი, როგორც ფუნდამენტური მე-100 კონვენციის დამრღვევის. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ქმედითი შრომის ინსპექციის აუცილებლობაზე ილაპარაკა საერთაშორისო შრომის სოლიდარობის ამერიკის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის სპეციალისტმა პაატა ბელთაძემ. მისი განცხადებით, აუცილებელია დამკვიდრდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სოციალური დიალოგის წარმოების კულტურა, რაც შეამცირებს სასამართლოში წარმოებული შრომითი დავების რაოდენობას.
პაატა ბელთაძის ინფორმაციით, 2023 წლამდე საქართველომ შრომითი უფლებების დასაცავად უნდა შეასრულოს ევროკავშირის 40-მდე დირექტივა, რომელიც შეეხება სოციალური და შრომითი უფლებების მაღალი დაცვის წესებს, სოლიდარობის პრინციპის დანერგვას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, შრომის ანაზღაურებას, სამუშაო დროს, გენდერული თანასწორობის მიღწევას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ქუთაისში გამართული შეხვედრის მონაწილე ექსპერტების შეფასებით, შრომითი უფლებების დასაცავად აუცილებელია სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის ჩამოყალიბება, საზოგადოების ინფორმირება და ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის აღება, რაც განხორციელდა წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში და სასურველია საქართველომ ამ ქვეყნების მაგალითებით იხელმძღვანელოს.