ნათლისღების დღესასწაული

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად ამ დღეს მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა. ეს დღესასწაული მართლმადიდებელ ეკლესიაში 19 იანვარს აღინიშნება, რა დროსაც ტარდება წყალკურთხევა და ნაკურთხი წყალი მრევლს ურიგდება. წელს, სადღესასწაულო ლოცვას შედარებით ცოტა მორწმუნე ესწრებოდა.

მრევლი სამების საკათედრო ტაძარში ლოცვას ესწრება.

სასულიერო პირი და მრევლი სამების ეკლესიაში ნათლისღების დღესასწაულზე.

ქალები ლოცულობენ ღვთისმშობლის ხატთან სამების საკათედრო ტაძარში.

მართლმადიდებლები ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავენ.

სტიქაროსნები ესწრებიან ნათლისღების დღესასწაულს სამების საკათედრო ტაძარში.

პატარა ბიჭი ხელს ითბობს სანთელზე.

მორწმინეები სანთელს ანთებენ და ლოცულობენ სამების საკათედრო ტაძარში.

სანამ პატრიარქი წყლის საკურთხებლად გამოვა ეზოში წითელ ხალიჩას აგებენ.

კათოლიკოს პატრიარქმა ილია II ნათლისღების დღესასწაულზე წირვა აღავლინა და წყალი აკურთხა.

სანამ პატრიარქი და სასულიერო პირები წყლის კურთხევისთვის ლოცვებს კითხულობენ მრევლი ჯებირს მიღმა იცდის.

როდესაც პატრიარქმა ლოცვა დაასრულა და ეკლესიაში დაბრუნდა მრევლს ნაკურთხი წყლის მომარაგების ნება დართეს.

ქალი დამცავი ფარით, ნიღბით და ხელთათმანით ნაკურთხ წყალს იმარაგებს.