ნათიამ „საზღვარი” გადმოკვეთა: „ცემის შემდეგ, ეზოში გაღიმებულს უნდა მევლო“

Your browser doesn’t support HTML5

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მაშინ ხვდები, როცა ყველა იმედი გადაწურულია. 116 006 - ამ ნომერს კრეფ და შველას ითხოვ. მერე კი ყველაფერს იწყებ ნულიდან. ზუსტად ისე, როგორც ეს ნათიამ ქნა (სახელი შეცვლილია).

ნათია სამსახურიდან დაბრუნდა. გარეთ ვილაპარაკოთ, ბავშვებს აღარ უნდათ ამ ამბების მოსმენა და გახსენებაო, მითხრა თავისი ოთახის მიკეტილ კარს მიღმა და ჩვენც თავშესაფრის ეზოში დავსხედით. უკვე მესამე წელია, ეს ეზო ნათიას და მისი შვილების ეზოცაა.

ნათიას ამბავი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში იწყება, საიდანაც ის თავის მოძალადე ქმარს 2020 წელს გამოექცა.