17 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ნათია ხულუზაური, "ნეიშენალ ჯეოგრაფიკ საქართველოს" მთავარი რედაქტორი და სალომე სულაბერიძე, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროგრამის - "ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში" (WMTR) წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს პლასტმასის ნარჩენების მართვის და პლასტმასის რაციონალურად გამოყენების საკითხზე. "ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა" გლობალური კამპანია წამოიწყო, რომელშიც ქართული რედაქციაც მონაწილეობს და ცდილობს საქართველოს საზოგადოებაში გაავრცელოს ინფორმაცია პლასტმასის უკონტროლოდ, არარაციონალურად ფართო გამოყენების მავნებლობაზე. WMTR უერთდება "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" კამპანიას - "პლანეტა, თუ პლასტმასა?".
Your browser doesn’t support HTML5