"ამ შეტევებს, რაც ახლა მიდის მაუწყებელში, სწორედ სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლის მცდელობად აღვიქვამთ. უკვე უფრო მეტია, ვიდრე მცდელობა"

ნათია ზოიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე

„ის, რაც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება, არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემა მხოლოდ. რაც შეეხება ჩემთან დაპირისპირებას, მე ამ პროცესებს ასე არ აღვიქვამ. არავის აინტერესებს კონკრეტულად ნათია ზოიძე", - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე, რომელიც თვლის, რომ საქმე ეხება საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას:

"როცა ასეთი სარედაქციო პოლიტიკით არის მაუწყებელი წარმოდგენილი, ფაქტობრივად ბრძოლა მიდის იმ ვექტორის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო ძალიან აქტიური ამ არხზე, ანუ სარედაქციო პოლიტიკა იყო თავისუფალი. ჩვენ ამ შეტევებს, რაც ახლა მიდის მაუწყებელში, სწორედ სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლის მცდელობად აღვიქვამთ. მცდელობად არა, უკვე უფრო მეტია, ვიდრე მცდელობა. ფაქტობრივად, ამ 6 თვის განმავლობაში ხელისუფლების ყველა შტო იბრძოდა იმისთვის, რომ საინფორმაციო პოლიტიკა ამ მაუწყებელზე შეცვლილიყო“.

Your browser doesn’t support HTML5

ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიაში შექმნილ ვითარებაზე