მომავალი მწერალი კაიროს ისტორიულ ცენტრში, ალ-ჯამალიაში დაიბადა, ხოლო 1924 წელს სხვა უბანში გადავიდა, მაგრამ ალ-ჯამალია, ე.წ. „ხარა“ დარჩა მისი მთავარი შთაგონების წყაროდ.
ამ რომანში თავს იყრიან: იგავი სამი მსოფლიო სარწმუნოების ჩამოყალიბებაზე, მეტოქეობისა და ბრძოლის ისტორია; რომანტიზებული და კრისტალიზებული კრიმინალური ავტორიტეტები; კაიროს ცენტრალურ უბანში გატარებული ბავშვობის მოგონებები; სამყაროს ისტორია; ძველი ეგვიპტისა და ფარაონების ისტორია; მთელი დროითი ვერტიკალი ხეოფსიდან ფუად პირველამდე...
ნაგიბ მაჰფუზი, ჩვენი უბნის ბავშვები
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს დიდ ეგვიპტელ მწერალზე, 1988 წლის ნობელის პრემიის ლაუტეატზე ლიტერატურაში, ნაგიბ მაჰფუზსა და მის რომანზე „ჩვენი უბნის ბავშვები“.