მშენებლობა ბათუმის ბულვარის ცენტრში
Your browser doesn’t support HTML5
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში შპს „ამბასადორი ბათუმი“ 4-სართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2016 წელს მოიპოვა. გასულ წელს პროექტის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. აჭარის ძეგლების საბჭოსგან უარი მიიღო. ახლა კომპანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სთხოვს ბათუმის ბულვარის ცენტრალური ტერიტორიის ნაწილის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებას. შპს „ამბასადორ ბათუმს“ ბულვარში 341კვ/მ მიწის ფართი და მასზე არსებული კონსტრუქცია სარგებლობაში 29 მაისს გადეცა. ეს ფაქტი ბულვარის დამცველებისა და აქტივისტების პროტესტს იწვევს