შვიდი მსხვერპლი ერთი ოჯახიდან

Your browser doesn’t support HTML5

ნარგიზა ქვათელაძემ აფხაზეთის ომის დროს ოჯახის შვიდი წევრი უგზო-უკვლოდ დაკარგა. ისინი სვანეთში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს შეეწირნენ. დღემდე ვერ მოხერხდა დაღუპულთა ნეშტების მოძიება. „წითელი ჯვრის“ მონაცემებით, სამი ომის შედეგად საქართველოში სულ 2 400-ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2010 წლიდან დღემდე „წითელი ჯვრის კომიტეტმა“ 415 ნეშტის მოძიება მოახერხა, აქედან 150-ზე მეტი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. დაკარგულთა მოძიების პროცესი კვლავ გრძელდება.