17 მაისს საზოგადოების ნაწილმა აღნიშნა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე. ხატებით მსვლელობა დაიწყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან. ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხადეს პარაკლისი, რის შემდეგაც მსვლელობა გაიმართა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები დალოცა.