მრავალშვილიანები სტიგმის დასანგრევად და პრეტენზიები ხელისუფლებას

რუსთაველი მრავალშვილიანი ოჯახები ერთიანდებიან სტიგმის დასანგრევად, საკუთარი თავის დასახმარებლად და ქალაქში პროექტების განსახორციელებლად, ყოველ შემთხვევაში, ამაზე გაამახვილეს ყურადღება მრავალშვილიანი ოჯახებიდ დედებმა და მამებმა 1 ივლისს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მათ მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის პრეზენტაცია მოაწყეს.

„მტევანი“, ასე ჰქვია ახალ ორგანიზაციას, რომლის ერთ-ერთმადამფუნებელმა7 შვილის დედამიზო ცაგარელმა განაცხადა, რომ მათ გარშემო 300 მდე მრავალშვილიანი ოჯახი გაერთიანდა.

სია მერიიდან გადმოგვცეს, ჩვენი ძალებითაც ვცდილობთ ვიპოვოთ მრავალშვილიანები. ჯერჯერობით ვიცით რომ სამასამდეა რუსთავის მასშტაბით, თუმცა 400-ზე მეტი უნდა იყოს...ჩვენი მთავარი მიზანი მორალური მხარდაჭერაა, იმის წინააღმდეგ, თითქოს მრავალშვილიანობა არის რაღაც დანაკლისთან ასოცირებული, ან ინტელექტის, ან განათლების ან პასუხისმგებლობის დანაკლისი აქვს და იმიტომ აჩენს ბევრ შვილს“

იზო ცაგარელმა, სამედიცინო განათლების ქალმა,რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გაიხსენა, თუ როგორგანუცდია სტერეოტიპული დამოკიდებულება, მაგალითად ქუჩაში, როცა საკუთარ შვილებს ასეირნებდა.


„რამდენიმე წლის წინ გავუჩერებივარ ხოლმე და უთქვიათ, შენ შვილო ან დამრიგებელი არ გყავს, ან პატრონი არ გყავს, ან დამრიგებელი არ გყავს, აი რას აკეთებ? ასეთი შეურაცხყოფები მიმიღია“

ორგანიზაცია "მტევანის" პრეზენტაცია

შვიდი შვილის დედამ განაცხადა, რომ ორგანიზაცია „მტევანს“ უკვე გამოუჩნდნენ სპონსორები, მაგალითად ოფისის დასაქირავებლად, რამდენიმე კლინიკა მათ ფასდაკლებით მომსახურებასაც სთავაზობს. თუმცა, „მტევანი“ თავადაც აპირებს თანხების მოზიდვას, გრანტების სახით, თუნდაც რამდენიმე სკვერის კეთილმოწყობისთვის.
პრეზენტაციაზე განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ, უფრო ზუსტად იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს ნათელი სტრატეგია, როგორ შეძლონ ოჯახების წახალისება დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად.
ცხრაშვილის მამამ, შალვა შუბლაძემ, პირდაპირ თქვა, რომ მათთვის ვერაფერი შეღავათია, როცა მათ პოლიტიკოსები ერთჯერადად ეხმარებიან და ტელეკამერების წინ პოზიორობენ.

„ჩვენ ხომ ვედრებით დემოკრატიულ ქვეყნებს, იბადება შვილი? უნდა მიეცეს სახლეულს და არა ოჯახს რაღაც შეღავათი, თუნდაც ეს იყოს რაღაც საგადასახადო შეღავათი...სახლში მიდის ვიღაც პარლამენტარი მიიტანა მაკარონი, პური-ეს არავის სჭირდება. ეს არ არის დახმარება, ეს არ არის საქართველოში მრავალშვილიანობის წახალისება. ეს უნდა იყოს ღირსება, ამას უნდა მოჰყვეს მთელი რიგი სტატუსები “

შალვა შუბლაძემ პრეზენტაციაზე მყოფ რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას შეახსენა, რომ პარლამენტმა მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი განსაზღვრა და ამის იქით არ წასულა.
საპასუხოდ, სიტყვით გამოსვლისას, რუსთავის მერმა, რომელმაც მრავალშვილიან ოჯახებს ორგანიზაციის დაფუძნება მოუწონა, აქვე განაცხადა, რომ საგადასახადო შეღავათები გამოსავალი არ არის. მან რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა, ამასთან დასძინა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით.

„მაგალითად უკრაინაში არ არის ისეთი სტაბილური სიტუაცია და განვითარების ისეთ რელსებზე არ დგას, სადაც მრავალშვილიანებს საგადასახადო შეღავათები ექნებათ, ან ისეთი სტატუსი აქვთ, რომ კომუნალური შეღავათებით ისარგებლონ, მაგრამ არიან ქვეყნები სადაც ეს მექანიზმი მუშაობს, მაგალითად, საგადასახადო შეღავათების მთელმა წყებამ რუსეთი დაღუპა, რადგან ეს შეღავათები სოციალურ ბაზას მიაბეს.“

ტაბაღუამ მაგალითად პოლონეთიც მოიყვანა, სადაც საგადასახადო შეღავათების მიუხედავად, ქვეყანა მაინც მწვავე დემოგრაფიული ვითარების წინაშე დგას.
რუსთავის მერმა აქვე ორგანიზაცია „მტევანთან“ მეტი კომუნიკაციის სურვილი და ასე ვთქვათ სამუშაო ფორმატში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
35 წლის 7 შვილის მამა შალვა ლიპარიშვილი სამხედრო მოსამსახურეა. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტმა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი განსაზღვრა, მაგრამ ხელისუფლება ამის იქით აღარ წასულა.

„სტატუსი მიენიჭა ოჯახებს, სადაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, მთს დარქვეს მრავალშვილიანი და აქ დამთავრდა ყველაფერი. მთავარობამ დადგენილებაც მიიღო, მრავალშვილიანების ელექტროენერგიით სარგებლობის სუბსიდირებააზე, მაგრამ პრაქტიკაში ეს ჯერ არ ამოქმედებულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ოჯახს არ შეხებია.“

შალვა ლიპარიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უსაყვედურა ადგილობრივ ხელისუფლებას მრავალშვილიან ოჯახებთან არასათანადო კომუნიკაციისთვის.

„მერიას ჰქონია პროექტი, რომ ტანვარჯიში და რაღაც სექციები სპორტის და კულტურის, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის ყოფილა უფასო. ეს გავიგეთ შემთხვევით. შეიძლებოდა, მერიის წარმომადგენელს, რომელიც ჰყავს მუნიციპალიტეტებში, ან სხვა ვინმეს, ჩვენთვის ეცნობებინა. ანუ, კომუნიკაციაშიც არის პრობლემა,ჩვენშიც არის პრობბლემა, რომ ნაკლებად ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის და აღმასრულებელ რგოლშიც არის პრობლემა.“


თუმცა 7 შვილის მამამ იმედი გამოთქვა რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას დანაპირებასთან დაკავშირებით, რომ მერია აქტიურად ითანამშრომლებს ორგანიზაცია „მტევანთან“.
დავით იშხნელი, რუსთავის საკრებულოს წევრი და თავადაც მრავალშვილიანი მამა, რომელიც ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მრავალშვილიანთა ინიციატივა უპორეცენდენტოა.

„უმრავლესობა მოდის დახმარებისთვის, ეს ხალხი [მრავალშვილიანბი] კი მოვიდა, რომ ქალაქისთვის რაღაც გააკეთონ, თავად არიან ინიციატორები, გვეუბნებიან ერთად გავაკეთოთ. ასეთი პრეცენდენტი იშვიათობაა. ეს ალბათ გადამდები იქნება სხვა სოციუმებისთვის “

დავით იშხნელმა აქვე დასძინა, რომ პირადად და საკრებულოს უმრავლესობაც, რომლის წევრიც ის არის, ორგანიზაცია „მტევნის“ ყველა კარგ წამოწყებას მხარს დაუჭერს და თავის მხრივ კონსულტაციებსაც გაუწევს.