აპრილ-მაისის აქციებზე ათობით მოხალისე გამოჩნდა, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ დგომით თან „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, საყვირებით და ლოზუნგებით ხელში მსვლელობებს მიუყვებიან, სპეცრაზმის წინ დგანან მთავარი მოთხოვნით „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ და უცებ, რაღაც მომენტში, მოაქვთ საჭმელი, წყალი, ტკბილეული, დამცავი საშუალებები, საწვიმრები - აქციის სხვა მონაწილეებისათვის.
ამ ვიდეოში მხოლოდ მათ ნაწილზე, ნანაზე, სალომეზე და ორ მარიამზე გიამბობთ.
მოხალისეები საპროტესტო აქციებზე
Your browser doesn’t support HTML5
ისინი პირველ დახმარებას უწევენ დაშავებულ ადამიანებს და სასწრაფო დახმარების ბრიგადებამდე აცილებენ. გვიან ღამემდე შემორჩენილებს საკუთარ მანქანებს სთავაზობენ ტრანსპორტად. დილით ნამცხვრებს აცხობენ საღამოს დემონსტრაციისთის, აქციაზე - ნაგავს აგროვებენ.