მოჩვენებად ქცეული ქალაქი ოკუპირებულ აფხაზეთში [ფოტო]
ქალაქი აკარმარა 1938 წელს დაარსდა, როგორც სამთო მომპოვებელთა ქალაქი. შენობების უმეტესობა 1940-იან და 1950-იან წლებში აშენდა გერმანელი სამხედრო ტყვეების მიერ.
ტყე თანდათანობით აქრობს ქალაქს. მოსახლეობის უმეტესობამ აქაურობა აფხაზეთის ომის დაწყებისას დატოვა.
აკარმარა და მისი შემოგარენი ოდესღაც 20 000-ზე მეტი ადამიანით იყო დასახლებული.
აკარმარას მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.
საქართველოს მთავრობა და გაეროს თითქმის ყველა წევრი ქვეყანა აფხაზეთს საქართველოს ნაწილად აღიარებს.
ძროხა საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ამოსულ მცენარეულობას ძოვს.
აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია აღიარებენ.
აკარმარას მიტოვებული შენობების უმეტესობა მწვანედაა დაფარული.
ქალაქთან ახლოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს.
ფუტკრის სკები ყოფილი სკოლის ეზოში დგას, სადაც ოდესღაც მოსწავლეები თამაშობდნენ.
ძროხა დგას მიტოვებულ შენობაში.
შადრევანი მიტოვებული შენობის ეზოში.
მოჩვენებად ქცეული ქალაქ აკარმარას ხედი, ოკუპირებული აფხაზეთი.
მიტოვებული ქალაქის შენობები თითქმის სრულად განადგურდა და მათი ადგილი ბუნების სიმწვანემ დაიკავა.