მორიგი ხავერდოვანი რევოლუციის გმირები?

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო მოძრაობას ქვეყანაში ახალი იმპულსი მისცა ევროკომისიაში მომზადებულმა წინასწარმა აუდიტორულმა დასკვნამ. მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, ანდრეი ბაბიშის მიერ შექმნილ ბიზნესკომპანია „აგროფერტს“, რომელიც მოიცავს ქიმიურ, კვების, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებსა და მედიაორგანიზაციებს, არ ჰქონდა უფლება ესარგებლა ევროკავშირის სუბსიდიებით.

  • რატომ იზიდავს ჩეხეთში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები სულ უფრო მეტ ადამიანს?
  • არის თუ არა საქართველოში სამოქალაქო სექტორი "ზედმეტად პოლიტიკური"? - ინტერვიუ სამოქალაქო აქტივისტ ბაია პატარაიასთან.
  • “იყო ეს ერთობა, რომელიც რეალურად არსად არ მიგრძნია", - როგორ იხსენებენ თბილისში 2015 წლის ივნისის სპონტანურ სამოქალაქო აქტივიზმს.
  • "თავისუფლების #კითხვები": როგორ იქმნება ყალბი საზოგადოებრივი აზრი?
  • "შინ - უცხოეთში": პავლე ჯაფარიძე, წყალბურთელთა გუნდის მოთამაშე მწვრთნელი მაგდებურგში.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.