მოზარდი, ძალადობა, ინტერნეტი
Your browser doesn’t support HTML5
იქნებ შენი შვილი ძალადობის მსხვერპლია? ემოციური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, დაშინება, მუქარა - ეს ის დანაშაულებია, რომლებსაც შესაძლოა მოზარდები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და მარტოებს უწევთ ამ შიშებთან გამკლავება. 21-ე საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია როგორც მოზარდთა დიდი ნაწილისათვის, ისე მოძალადეებისათვის, ეს სივრცე გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გახდა. თუმცა ცხადია, არასრულწლოვნებს საფრთხე მხოლოდ ინტერნეტსივრცეში არ ემუქრებათ. როგორ უნდა დავიცვათ მოზარდები ძალადობისგან? რა უნდა იცოდნენ, რომ საფრთხე თავიდან აიცილონ? რამდენად მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში მშობლების მიმართ ნდობა? და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუკი გაჩნდა ეჭვი, რომ მისი შვილი შესაძლოა ძალადობის მსხვერპლია?