დაკარგული 8 ½
Your browser doesn’t support HTML5
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე იხსენებს ბავშვობას, მოსკოვში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის წლებს, კომუნისტური სისტემის ცენზურას და მის ლეგენდარულ ფილმებზე მუშაობის უცნობ ამბებს საბჭოთა საქართველოში.
„მე მინდოდა, რომ მიხეილ კობახიძის კინემატოგრაფიული ანდერძი გადამეღო“ - ამბობს ლაშა ოთხმეზური, ფილმ „დაკარგული 8 ½-ის“ სცენარისტი და რეჟისორი, რადიო თავისუფლების ავტორი.
ეს ცნობილი ქართველი რეჟისორის ბოლო ინტერვიუა. საუბრები მასთან ჩაწერილია 2017-2018 წლებში, თბილისში.
ფილმი შექმნილია სტუდია "ნალის" მიერ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ლაშა ოთხმეზურთან ერთად დოკუმენტურ მასალაზე მუშაობდნენ რეჟისორი ვახტანგ ვარაზი და პროდიუსერი ირაკლი სოლომანაშვილი.
80 წლის რეჟისორი მიხეილ კობახიძე 2019 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა საკუთარ სახლში.