სამოქალაქო ომის საფრთხესა, რევოლუციურ სცენარსა და დესტაბილიზაციაზე ლაპარაკს ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობად აფასებს მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი. მისი შეფასებით, მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩევა აგრესიული რიტორიკით. "დილის საუბრებში" მიხეილ ბენიძემ ილაპარაკა აგრეთვე პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლების მიერ გახშირებულ პროგრამების დაანონსებაზე და საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პრაქტიკის გაუარესებაზე.
Your browser doesn’t support HTML5