მიხაელ როთი: გამართლება არ აქვს ეკლესიის მხრიდან სექსუალურ უმცირესობების საჯაროდ გაკიცხვას

Your browser doesn’t support HTML5

"ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა ეკლესიებისთვის, რომ გააძლიერონ საზოგადოებები, რომლებიც გამოხატავენ პატივისცემასა და ტოლერანტობას უმცირესობების მიმართ, განსაკუთრებით ლგბტი ადამიანების მიმართ", - ამბობს მიხაელ როთი, გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში. 11 ივლისს ბათუმში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“. წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვივნენ.