დამანგრეველი მიწისძვრის შედეგი ავღანეთში


8 ოქტომბერი, მამაკაცს, ზინდა ჯანის რაიონიდან, ხელში შვილის ცხედარი უჭირავს.
 
მიწისძვრის შემდეგ ადგილზე ჰუმანიტარული ორგანიზაციები ჩავიდნენ და საკვების დარიგება დაიწყეს.
 


ავღანელები მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეძებენ.
 
მსოფლიო სასურსათო პროგრამის სპიკერი ვაჰიდ ამანი აცხადებს, რომ სააგენტო მზად არის, 70 ათას ადამიანს  სურსათით დაეხმაროს.


მამაკაცი ტირის სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს.


ჭირისუფლები ახლობლების საფლავებთან.
 
მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჯგუფებიც. ისინი ადგილობრივებს ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენასა და მკურნალობაში ეხმარებიან.


ავღანელები საფლავებს თხრიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაზარალებულთა რიცხვი 11 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
 


ავღანელები დაღუპული ახლობლების სულებისთვის ლოცულობენ.


ბიჭი კატით ხელში დანგრეული სახლის წინ ზის.

ავღანეთის კატასტროფების სამინისტროს მონაცემებით,  დაიღუპა  2440 ადამიანი, დაშავდა დაახლოებით - 10 000, დაზიანდა ან განადგურდა 2000-ზე მეტი სახლი.


მამაკაცები მიწისძვრით დაშავებულებს ეძებენ.


მამაკაცი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლს ათვალიერებს.
 


ადგილობრივები ტერიტორიას ნანგრევებისგან ასუფთავებენ, ეძებენ სახლებში მოყოლოლთა ცხედრებს.
 


ბინდდება, ავღანელი მამაკაცი ისევ მიწისძვრის მსხვერპლებს ეძებს.
 


ავღანელი ქალები ახლობლებს გლოვობენ.


ღამდება და კაცები ცდილობენ ნივთები გადაარჩინონ.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 30 კილომეტრში ქალაქ ზინდა ჯანიდან, სადაც დაახლოებით 70 000 ადამიანი ცხოვრობს.
 


მიწისძვრებისგან დანგრეული სახლი.