მიშა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში

​საქართველოს ფაუნისთვის უჩვეულო არსება შეამჩინეს მეთევზეებმა ფოთის მახლობლად ზღვაში, ორაგულის მარიფერმის მიდამოებში. სელაპი მიშა (მიშიკო) ანაპის დელფინარიუმიდან გაიპარა, მცირე ხნით ბიჭვინთაში დააყოვნეს, თუმცა იქიდანაც მოახერხა გაპარვა და ახლა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ტკბება თავისუფლებით.