მიტროპოლიტი ემანუელი: ძმური შეხვედრის მიზანი კონკრეტული პოზიციის გამოხატვა არ იყო
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა, ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და ტომოსის საკითხებზე შეთანხმება. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ.