მიტოვებული სახლები ქუთაისში, რომლებიც ნადგურდება
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისის ძველ უბნებში მე-19 საუკუნეში აშენებული ათობით სახლია, რომელშიც, უკვე დიდი ხანია, აღარავინ ცხოვრობს. მიტოვებული სახლები მოუვლელობისგან დაზიანებულია - დაბზარულია კედლები, ჩამონგრეულია აივნები, დაშლილია ჩუქურთმიანი კარები.
სახლები კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და მათი თვითნებურად რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დაუშვებელია. ძველი სახლების რესტავრაცია არც თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის.