მთიან ყარაბაღს მასობრივად ტოვებენ სომხები

Your browser doesn’t support HTML5

მთიანი ყარაბაღიდან ერევნისკენ უამრავი ხალხი მიემართება. ისინი ქალბაჯარის გავლით მიდიან. ეს დერეფანი ადრე სომხეთს ეკავა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დადო, მას აზერბაიჯანი აკონტროლებს. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტებიდან ბევრი ამბობს, რომ ისინი სომხეთში მიდიან. უმეტესობა იმედგაცრუებულია, თუმცა ზოგი იმედოვნებს, რომ ერევანი ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას მოახერხებს.