მთარგმნელთა ფონდი და „ენეიდა“

Your browser doesn’t support HTML5

20 ივლისს მწერალთა სახლში მოეწყობა ნელი ამაშუკელის სახელობის მთარგმნელთა ფონდის პირველი წიგნის, პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდის“, პრეზენტაცია. რადიო თავისუფლების სტუმრები არიან ფონდის დამაარსებლები ნინო ბექიშვილი და ხათუნა ცხადაძე. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ისინი გვიამბობენ ახალი ფონდის მიზნებზე, პრობლემებზე, რომლებიც დაგროვდა ლიტერატურული თარგმანის სფეროში, ფონდის მომავალ საქმიანობასა და პროექტებზე. გიორგი გვახარიას გადაცემის სტუმრები გვიყვებიან „ენეიდის“ ახალ თარგმანზე. ეს წიგნი, რომელშიც ლევან ბერძენიშვილის შენიშვნებიცაა ჩართული, გამოიცა „ქართული წიგნების ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით.