"მთავარია, შევანელოთ კორონავირუსის გავრცელების ტემპი"
Your browser doesn’t support HTML5
არ უნდა მოხდეს ბევრი პაციენტის სწრაფად ინფიცირება... პირიქით, დაავადების გავრცელება, შეძლებისდაგვარად, უნდა გახანგრძლივდეს, რათა საავადმყოფოებში არ მოგვიხდეს ბევრი პაციენტის ერთდროულად მკურნალობა, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პროფესორი რაინჰოლდ ლანგი, გერმანიის, ვაილჰაიმ-შონგაუს კლინიკის მთავარი ექიმი. ინტერვიუს შეთანხმების შემდეგ პროფესორი ლანგი თავად მოხვდა კარანტინში. იმისთვის, რომ კორონავირუსი სწრაფად არ გავრცელდეს, სხვა ზომებთან ერთად საჭიროა ჰიგიენის მკაცრად დაცვა, ამბობს ქართველი პროფესორი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ასევე გერმანიაში, ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ექიმია; მედიკოსებს გერმანიაში ოქროპირ რუხაძე ესაუბრა.