მზიურის პარკში საბაგიროს მიტოვებული შენობა ახალ სიცოცხლეს ელოდება. ანუკა ლომიძემ, ანა გოგუაძემ, ვასო მაჭარაძემ და კოკა ვაშაკიძემ კუბის ფორმის შენობას, რომელიც 80-იან წლებში ბავშვთა საბაგირო იყო და უკვე თითქმის ოცი წელია უფუნქციოდ დგას, ახალი დატვირთვა შესძინეს. იმ პროექტის მიხედვით, რომელიც მათ შექმნეს, მზიურის პარკში, ნაგავსაყრელად ქცეული შენობა კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცედ უნდა გარდაიქმნას. კულტურული ცენტრის შექმნის იდეა თავდაპირველად შვიდი წლის წინ გაჩნდა, თუმცა პროექტზე მუშაობა ჯგუფმა 3 წლის წინ, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაიწყო, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მზიურის პარკის ზედა ნაწილმა ახალი დატვირთვა შეიძინა, აღდგა ამფითეატრი და გაკეთდა სოციალური კაფე. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, სივრცეში, რომელიც საბაგიროს შენობაში უნდა მოეწყოს, განთავსდება მედიათეკა, გალერეა, მოეწყობა სამუშაო ტერიტორია ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. შენობა დღეს მერიის ქონების მართვის სამსახურის ბალანსზეა. მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იდეის ავტორთა ოფიციალური მიმართვის შემდეგ, ისინი პროექტის განხილვას დაიწყებენ. თავად იდეის ავტორები კი მოუწოდებენ მერიას, სხვადასხვა კომპანიასა თუ დაინტერესებულ პირს, მხარი დაუჭირონ მათ იდეას, რათა მზიურის პარკში გაჩნდეს კიდევ ერთი ახალი სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქში საგანმანათლებლო და კულტურულ პროცესებს.
მზიურის საბაგიროს სადგური ახალი სიცოცხლის მოლოდინში
Your browser doesn’t support HTML5
მზიურის პარკში საბაგიროს მიტოვებული შენობა ახალ სიცოცხლეს ელოდება. ანუკა ლომიძემ, ანა გოგუაძემ, ვასო მაჭარაძემ და კოკა ვაშაკიძემ კუბის ფორმის შენობას, რომელიც 80-იან წლებში ბავშვთა საბაგირო იყო და უკვე თითქმის ოცი წელია უფუნქციოდ დგას, ახალი დატვირთვა შესძინეს.