1991 წლის 9 აპრილს მათ ცხოვრებაში მთავარი ამბავი მოხდა - ამ დღეს, საქართველოს მაშინდელი უზენაესი საბჭოს და ახლანდელი პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ასლი დღემდე ყველა მათგანის კედელს ამშვენებს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ დღეს წინ 31 მარტის რეფერენდუმი უძღოდა, რომლის მთავარი კითხვაც იყო სურდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობა - 96%-მა უპასუხა - დიახ. ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებათ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა - აი, 11 ამბავი დღეზე, რომელიც მათი ცხოვრების დაუვიწყარ მოვლენად იქცა.
მზექალა შანიძე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ
Your browser doesn’t support HTML5
"ამ 30 წელში ჩვენ ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ ბევრი რამისთვის არ ვიყავით მზად"