მზად არის თუ არა თქვენი მანქანა ტექდათვალიერებისთვის?
Your browser doesn’t support HTML5
დადგა კერძო პირთა ავტომობილების ჯერიც. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან
ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომლის
ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია. პროცედურა, დაახლოებით, 15
წუთსა და 60 ლარს მოითხოვს. თქვენი ავტომობილი ვერ გაივლის ე.წ.
ტექდათვალიერებას, თუკი მოუწესრიგებელია მისი გარეგნული მხარე -
მაგალითად, მოტეხილია სარკე, გაბზარულია საქარე მინა ანდა ავარიის შემდეგ
ვერ მოასწარით მისი შეკეთება და ერთ ფერზე შეღებვა. ასევე პრობლემა
გექნებათ, თუკი დადგენილ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს გამონაბოლქვის
შემცველობა, მაშუქები, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, საბურავები
და სავალი ნაწილების სისტემა. „ჩაჭრის“ შემთხვევაში, ხარვეზების
გამოსასწორებლად თქვენ მოგეცემათ 30 კალენდარული დღე. ტექნიკური
ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის თვისა
და რიცხვის შესაბამისად. თუ თავს აარიდებთ ამ პროცედურას, 50-ლარიანი
ჯარიმა არ აგცდებათ, დამალვით კი ვერსად დაიმალებით - ერთიანი
ელექტრონული სისტემის დახმარებით, საპატრულო პოლიცია იოლად დაადგენს,
გაიარა თუ არა და როგორ გაიარა ე.წ. ტექდათვალიერება ამა თუ იმ
კონკრეტულმა ავტომობილმა.