მეცხრედ ოლიმპიურ თამაშებზე

Your browser doesn’t support HTML5

ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი პეკინში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. 50 წლის სპორტსმენმა სალიცენზიო ნორმატივი რამდენიმე დღის წინ პეკინში გამართულ მსოფლიოს თასზე შეასრულა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ტოკიო 2020-ის საგზური გაინაღდა.

ლიცენზიისთვის ბრძოლას აგრძელებს ნინოს ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი. ერთხელ უკვე მიიღეს მონაწილეობა ერთად რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადაზე და ოლიმპიზმის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ დედა და ვაჟი ერთ ოლიმპიურ თამაშებში ჩაებნენ.