მეცნიერებათა აკადემიაში იზრდება შრომის ანაზღაურება და დამხმარე, ასევე არამუდმივ სამუშაოზე დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა. შესაბამის განკარგულებებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი 9 და 24 იანვარს მოაწერა.
სახელფასო ფონდი პირველ და მეორე კვარტლებში 100 000 ლარით იზრდება და აკადემიას უფლება ეძლევა,დამხმარე მოცანების შესასრულებლად 30 ახალი თანამშრომელი აიყვანოს .
რადიო თავისუფლება მეორე კვირაა უშედეგოდ ცდილობს მეცნიერებათა აკადემიაში გაარკვიოს რა პოზიციებზე აყავთ ახალი თანამშრომლები და კონკრეტულად ვის ხელფასზე დაიხარჯება დამატებითი 100 000 ლარი.
ამ დროის განმავლობაში ჩვენ ველაპარაკეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლებს - მათ ამ განკარგულებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოს მდივანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აკადემიაში კიდევ 1 კვირის განმავლობაში არ იქნებიან, ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი ამ თემებზე საუბრისგან თავს იკავებს.
პრემიერის 24 იანვრის განკარგულება მეცნიერებათა აკადემიაში საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს. ან დოკუმენტის მიხედვით აკადემიის პრეზიდენტის ხელფასი თვეში 3 200 ლარით არის განსაზღვრული და წელიწადში 38 400 ლარს შეადგებს. პრეზიდენტს 3 თანაშემწე და 2 მრჩეველი ჰყავს.
აკადემიაში სულ 166 ადამიანი მუშაობს, მათ ხელფასებზე წელიწადში 1 840 000 ლარი იხარჯება. ყველაზე დაბალანაზღაურებადი კადრი საქმისმწარმოებელია, რომლის ხელფასიც 350 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალი აკადემიის პრეზიდენტი. მას სახელმწიფო თვეში 3 200 ლარს უხდის, რაც წელიწადში თითქმის 40 ათასი ლარია. პრეზიდენტს 3 თანაშემწე და 2 მრჩეველი ჰყავს.
ასევე ნახეთ რაზე მსჯელობს და მუშაობს მეცნიერებათა აკადემიაწინა განკარგულება აკადამიაში საშტატო ნუსხისა და სახელფასო ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის და 2017 წელს არის გამოცემული. ამ დოკუმენტის მიხედვით აკადემიის პრეზიდენტის ხელფასი თვეში 2400 ლარი იყო, აკადემიაში საშუალო ხელფასის ოდენობა კი 753 ლარი.