მეც კი მინდოდა სახლში ყოფნა - ბიზნესმენი გიორგი ნათენაძე კარანტინიდან

Your browser doesn’t support HTML5

ბიზნესმენი გიორგი ნათენაძეს ბევრი საქმე აქვს და ახლა კორონავირუსისთვის ნამდვილად არ ეცალა, მაგრამ ვინ ჰკითხა?! 14 მარტს, საფრანგეთიდან დაბრუნებული, ქუთაისის აეროპორტიდან ის პირდაპირ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხვდა. იცის, რომ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო და სხვებსაც სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იზოლაციის ეს ფორმა (საკარანტინო სივრცეში განთავსება) თავად აირჩია, რადგან სახლში დაბრუნებას 3 მცირეწლოვანი შვილის გამო მოერიდა. კორონავირუსმა მის ბევრ გეგმას შეუშალა ხელი. თუმცა ორი კომპანიის („ვარძიის ტერასები“ და „ნათენაძის მარანი“) დამფუძნებელი (რომლის ღვინოებიც მსოფლიოს 7 ქვეყნის ცნობილ რესტორნებში იყიდება), მუშაობას არც იზოლაციის პირობებში წყვეტს. როგორია მარტო ცხოვრება იზოლაციაში? - ამაზე გიორგი ნათენაძე თავად მოგვითხრობს.