მეპურის გამოთლილი სიყვარულის ქანდაკება

Your browser doesn’t support HTML5

44 წლის გიორგი კორძაძე 18 წელია პურს აცხობს. ერთი წლის წინ ქალი შეუყვარდა, რომელიც მასთან პურის საყიდლად მივიდა. მათი სიყვარულის ისტორია დიდხანს არ გაგრძელდა. ქალის სიყვარულმა და მონატრებამ გიორგის მისი პირველი პროფესია - ფერწერა და ქანდაკება გაახსენა. ცომის ზელას ქვის ტეხა შეურია, ტუფისგან სკულპტურა გამოაქანდაკა და „შერწყმა“ დაარქვა. გიორგი წლებია, დილის 7-დან ღამის 9 საათამდე, დღეში 150-მდე პურს აკრავს თონეში. ბოლო ერთი თვეა კი ცომის ზელასა და პურის ამოყრას შორის, თონის წინ, სახელდახელოდ მოწყობილ სახელოსნოში წყვილად ქცეულ ქვას ჩაჰკირკიტებს. გიორგი ამბობს, რომ სიყვარულის წყალობით, ხელმეორედ აღმოჩენილ პროფესიას აღარ მიატოვებს.