მეორე ტური - ძველი ბიულეტენებით, შაბაშებით, ფოიერვერკებით, თვლემით უბნებზე და ხალისით სოციალურ ქსელში

არჩევნების მეორე ტური ჩატარებულია. შედეგები ცნობილი. ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე „დამაჯერებლად გამარჯვებას“ ზეიმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.

საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა საარჩევნო უბნებზე.

ზოგან, მაგალითად სოფელ კაბალის საარჩევნო უბანში, ძალიან მშვიდ ვითარებაშიც:

რასაც ვერ ვიტყვთ სოციალურ ქსელზე, სადაც არჩევნების მეორე ტური შეფასებების და ხალისის საგნადაც კი იქცა.

ხუმრობდნენ, მაგალითად, ამომრჩევლის დაბალ აქტივობაზე.

„სასწაული რიგებია თურმე, უბნებზე“ - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი.

„ჩემი აზრით, ისეთი გრანდიოზული აქტივობაა, ვერ ითვლიან“

სოციალურ ქსელში აქტირად ადარებდნენ პირველ და მეორე ტურებზე ამომრჩევლის აქტიურობას ერთსა და იმავე უბანზე, ერთსა და იმავე დროს:

„ქართული ოცნება“ ფოიერვერკების თანხლებით ზეიმობდა.

აი, მაგალითად, რუსთავის ოფისში ასე აღნიშნეს შედეგები:

კომენტარებში კი ასეთი მილოცვებიც მისდიოდათ:

უფრო ხმაურიანი ზეიმებიც იყო ადგილ-ადგილ, მაგალითად, კახა კახიშვილის გამარჯვება ზურნა-დუდუკით და შაბაშებით აღინიშნა. აი, ასე:

მოულოდნელად ცესკოს საიტზე ხმების დათვლის უცნაური შედეგები გამოჩნდა, რომლის თანახმად,სოზარ სუბარმა ხმათა- 164%, ირაკლი ჩიქოვანმა კი - 118% აიღეს.

ცესკოს საიტიდან ჩარტები მალევე წაიშალა, მაგრამ ფეისბუკს ე.წ. სქრინები მაინც შემორჩა, რაც ხუმრობის საგანი გახდა.

ცესკომ ეს ამბავი ტექნიკური ხარვეზით ახსნა და ამ ამბავში არც "გარე ჩარევა" გამორიცხა.

გადაჭარბებულ პროცენტებს სოციალურ ქსელში უკომენტაროდ არ ჩაუვლია.

ამას ის დაემატა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი ჩაყარეს.

ამ ვიდეოში ამ ბიულეტენების პოვნა კომისიის წევრებსაც უკვირთ:

აჭარიდან გავრცელდა ბიულეტები სადაც ეწერა, "საჯარო მოხელე ვარ და არჩევნებზე მოსვლა მაიძულესო".

ნეტა, რა ქნა დავით სერგეენკომო, წერდა ფეისნუკის პირად გვერდზე თავის კონკურენტზე "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში აღარ მონაწილეობდა, მაგრამ სოციალურ ქსელში აქტიურობდა. "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე წერდა:

"ვაშა შენებას, ვაშა კომუნიზმს, ვაშა ერთპარტიულ პარლამენტსო" და თან საბჭოთ სტილში გახმოვანებულ ამ ვიდეოს აზიარებდა: