მეთოჯინე არმენი შაუმიანის ზღაპრიდან

Your browser doesn’t support HTML5

მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანში ცხოვრობს ერთი მეთოჯინე და მეზღაპრე კაცი - არმენ ოგანეზიანი, რომელიც სოფელ-სოფელ დადის თავისი თოჯინებით სავსე ჩემოდნით და ბავშვებისთვის უფასოდ ატარებს სპექტაკლებს. ხშირად, ბავშვები სხვადასხვა კუთხიდან, არმენის თოჯინების სანახავად მასთან სახლშიც მიდიან.

ამ სპექტაკლებზე ბილეთები არ იყიდება. ყველაფერი - თოჯინებიც, დეკორაციებიც და ზღაპრებიც არმენის გაკეთებული და გამოგონილია - კოსტიუმების კერვაში დედა ეხმარება.

მაგრამ ახალი სპექტაკლი რომ დადგას ან თოჯინა შექმნას, რომელიმე საკოლექციო თოჯინა უნდა გაყიდოს - სხვა შემოსავალი მას არა აქვს. დაბაში, სადაც თანამოაზრეები არ ჰყავს, ცხოვრება ისედაც რთულია.

მისი სპექტაკლები ძველ თბილისზეა - მრავალფეროვანი კულტურასა და ტრადიციებზე, კინტოებზე, ლამაზმანებზე, ფიროსმანსა თუ ფარაჯანოვზე. მეც მე-19 საუკუნის ადამიანი ვარო, ამბობს და ძალიან უნდა, რომ სადმე, ძველ თბილისში, ჰქონდეს ერთი პატარა ადგილი, სადაც თავისი თოჯინების თეატრი დაიდებს ბინას, პატარა მუზეუმიც მოეწყობა და სადაც მისულ ბავშვებს და დიდებს, მე-19 საუკუნის თბილისს დაახვედრებს. იმ თბილისს, რომელიც, როგორც თავად არმენი ამბობს, გადარჩენა სჭირდება.