კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები. განსაკუთრებით დატვირთული გასული კვირა აღმოჩნდა სამეგრელოში. კანდიდატებმა რამდენიმე მასშტაბური შეხვედრა გამართეს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დადიანების ეზოში შეხვდა ზუგდიდელებს და მათ კიდევ ერთხელ გააცნო საარჩევნო პროგრამა. მეგრელებს მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეგრულად მიმართა, „ძალა ართობას რე“ (ძალა ერთობაშია).
Your browser doesn’t support HTML5
„არცერთს ჩვენ ეს პოლიტიკური ბრძოლა არ გვჭირდება თუ ხელისუფლებაში არ მოვა ერთიანი, ეროვნული, პროდასავლური, კოალიციური მთავრობა, რომელიც მიხედავს სამეგრელოს და მიხედავს ზუგდიდს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ამ წუთას ცხოვრობს კონსტიტუციის, კანონის და სახელმწიფო ინსტიტუციების გარეშე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მასთან ერთად იმყოფებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.
წინა წლების არჩევნების მსგავსად, სამეგრელოს ამომრჩეველთან შეხვედრაზე მეგრულ ენაზე მისალმება და მიმართვა წელსაც აქტუალური იყო. გრიგოლ ვაშაძის პარალელურად მეგრულად მიმართა მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. „სამარგალო გვალო შხვა რე“ (სამეგრელო სულ სხვაა) - თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ სამეგრელომ, როგორც ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრემ, განსაკუთრებულად მძიმე წლები გამოიარა:
„ამიტომაც ჩვენი გამოცდილება და ჩვენი გაკვეთილი 90-იანი წლებიდან უნდა იყოს ის, რომ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და ქვეყანას სჭირდება ერთიანობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სამეგრელოზე როგორც ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზუგდიდელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა:
„სამეგრელომ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა და როცა ჩვენ მოვიცილებთ შიდა ოკუპანტებს, მერე დადგება გარე ოკუპანტების მოცილების დრო. ამდენად, ჩვენ წინაშე დგას ისტორიული ამოცანა და ეს ამოცანა ცოტნე დადიანისეულად უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ასევე ნახეთ ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შესვლას უკრძალავდნენ ოპოზიციას და მედიასმმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა რეგიონის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მისულმა საარჩევნო პროგრამა მხარდამჭერებს პროტესტის ფონზე გააცნო. მისი ჩამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ გააპროტესტა. მან ზურაბიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ანტიეროვნული ადამიანია და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების დამცველი. ამავე მიზეზით გააპროტესტა ზურაბიშვილის ჩამოსვლა სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ. ის შეხვედრაზე მივიდა ბანერით, „არ შეეგუო ოკუპაციას“.
თავის მხრივ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი გამოეხმაურა მაია კალანდიას და დარბაზში მყოფთ მიმართა, რომ ის იქნება არამხოლოდ მათი პრეზიდენტი, არამედ იმ ქალისაც, ვინც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ზურაბიშვილმა ზუგდიდში ყოფნისას ისაუბრა ზვიად გამსახურდიაზეც:
„ის პრეზიდენტი, რომელმაც აიღო თვის თავზე და რეფერენდუმის ორგანიზება გააკეთა, ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ყოველთვის იქნება ჩემთვის პატივსაცემი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზუგდიდელ ამომრჩეველს პარტიის ოფისში შეხვდა „შენების მოძრაობის“ კანდიდატი დავით უსუფაშვილი. მისი სიტყვებით, ქვეყანაში სახელმწიფოობანას თამაში უნდა დასრულდეს, „ოცნება“ გასაშვებია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არმოსაშვები:
კანდიდატი ვაშაძე არის სააკაშვილის წარმომადგენელი და სააკაშვილის ჩამოყვანას აპირებს ჩვენს ქვეყანაში. კანდიდატი ზურაბიშვილი აპირებს ივანიშვილის არსებული ხელისუფლების გახანგრძლივებას. ჩემი აზრით, არცერთი არ არის ხალხის ინტერესებში...დავით უსუფაშვილი
„იმიტომ, რომ კანდიდატი ვაშაძე არის სააკაშვილის წარმომადგენელი და სააკაშვილის ჩამოყვანას აპირებს ჩვენს ქვეყანაში. კანდიდატი ზურაბიშვილი აპირებს ივანიშვილის არსებული ხელისუფლების გახანგრძლივებას. ჩემი აზრით, არცერთი არ არის ხალხის ინტერესებში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გამართა „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა კახა კუკავამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულება მისთვის სიღარიბის დაძლევა იქნება. კახა კუკავამ ისაუბრა იმაზეც, თუ რა განასხვავებს სხვა კანდიდატებისგან:
„გამოდიან და იძახიან, რომ ნარკოტიკების ლიბერალიზაცია ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. მე მინდა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ მე ალბათ ერთადერთი ვარ ამ კანდიდატების ჩამონათვალში და ჩემი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იქნება დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კუკავამ.
პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კამპანია სწორედ ზუგდიდიდან დაიწყო და კანდიდატიც პირველად აქ წარადგინა. სხვა საარჩევნო შეხვედრების მსგავსად მეგრულ ენაზე ამ შეხვედრაზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მეგრულის დაცვის საჭიროებაზე.