წელს კახეთში საზამთროსა და ნესვის უხვი მოსავალია. მებაღეები ამბობენ, რომ 1 კილოგრამი საზამთროს საბითუმო ფასი 5 თეთრამდე შემცირდა, თუმცა მყიდველი მაინც არ ჰყავთ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ თითქმის ყველა მათგანს მიწები კრედიტით აქვს დამუშავებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალიზაციის პრობლემა იქნება ყოველთვის, თუკი არ განისაზღვრება, რაზეა მოთხოვნა ქვეყანაში და რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს კონკრეტული დარგი. რა პასუხი აქვს მებაღეების გასაჭირზე ლაგოდეხ-ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატს?
Your browser doesn’t support HTML5
საზამთრო ისევ ბაღებშია და იქვე ფუჭდება. მთავრობას ვთხოვთ, რომ დაგვეხმარონ.
წლევანდელი წელი კახეთში უმეტესად წვიამიანი იყო, რამაც ხელი შეუწყო ხილისა და ბოსტნეულის უხვი მოსავლის მიღებას. განსაკუთრებით დიდი მოსავალი მიიღეს მებაღეებმა, რომლებმაც საზამთრო და ნესვი მოიყვანეს, თუმცა კარგი მოსავალი, როგორც აღმოჩნდა, მათ შემოსავლებზე ვერ აისახა. გლეხები ამბობენ, რომ წელს განსაკუთრებით გაჭირდა ხილის რეალიზაცია, ხოლო ის, ვინც მოსავლის გაყიდვა მოახერხა, ამბობს, რომ მიზერულ ფასად გაყიდა. ერთი კილოგრამი საზამთროს საბითუმო ფასი 5-დან 10 თეთრამდეა. მებაღეების თქმით, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ თითქმის ყოველ მათგანს მიწები კრედიტით აქვს დამუშავებული:
„8-10 თეთრი ღირს, თუმცა მყიდველს მაინც ეძვირება და არ ყიდულობს“.
„მოსავალი კარგია, მაგრამ ვერ ვყიდით, არავის უნდა. ბევრი მოსავალი მოგვივიდა. ბანკის ვალიც გვაქვს და თუ ვერ გავყიდით, როგორ გადავიხადოთ ეს ვალი? 7 , 8 და 10 კაპიკად ვყიდით, თუმცა მაინც არ იყიდება“.
„საზამთრო ისევ ბაღებშია და იქვე ფუჭდება. მთავრობას ვთხოვთ, რომ დაგვეხმარონ“.
ასევე ნახეთ „რთველი 2018“ იწყებაგლეხების ნაწილი საზამთროსა და ნესვის რეალიზაციის პრობლემას
ერთმა ქალმა რომ გამოაცხადა, საზამთროს ნიტრატები აქვსო, აბა ჩამოვიდეს და აქ, ადგილზე, გასინჯოს და ნახოს...
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევასაც უკავშირებს. კვლევაში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გამოქვეყნდა, ეწერა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. როგორც მაშინ ეკოლოგმა და გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალაიამ განაცხადა, საზამთროსა და ნესვის დაბინძურების მთავარი მიზეზი ფერმერებისგან მოდიოდა, რომლებიც მწვანე მასის შესანარჩუნებლად მცენარეს აზოტოვანი სასუქების დიდ რაოდენობას აწვდიდნენ. ახალაიამ თქვა, რომ პროდუქციაში ნიტრიტებისა და ნიტრატების გადაჭარბებულმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გართულებები, როგორიც არის ანემია და გონებრივი ჩამორჩენა. ამ კვლევას კახელი მებაღეების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ისინი ირწმუნებიან, რომ მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი სუფთაა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს:
„ერთმა ქალმა რომ გამოაცხადა, საზამთროს ნიტრატები აქვსო, აბა ჩამოვიდეს და აქ, ადგილზე, გასინჯოს და ნახოს, თუ აქვს ნიტრატები ან რაიმე წამალი“.
„30 ტონა საზამთრო გამიფუჭდა, რომელიც ჩემი შემოსავლის წყარო იყო. ვეღარ გავყიდე. რა გავაკეთო?“
ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის პრინციპი. ჩვენ იმის მომსწრეც ვიყავით, რომ ერთი თვის წინ საკმაოდ კარგი ფასები იყო და ხალხი თვითონვე გამოთქვამდა კმაყოფილებას, რომ წელს კარგი ფასი აქვსო. მერე, როცა პროდუქცია ჭარბი ხდება, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ფასები თამაშს იწყებს, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა ხილზე ხდება ფასის მატება.გურამ მაჭარაშვილი
საზამთროსა და ნესვის უხვმოსავლიანობასა და რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი კახეთში ირინა ფხოველიშვილი. ის ამბობს, რომ პრობლემა მანამდე არ მოგვარდება, ვიდრე სახელმწიფო გლეხებს არ ეტყვის, თუ რა პროდუქციაზეა მოთხოვნა ქყვეყანაში და მეზობელ სახელმწიფოებში, რომ გლეხებმაც სწორედ ის მოიყვანონ, რაც საჭიროა:
„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბაზა იმისა, თუ რა პროდუქციაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა, რა სჭირდება ყველაზე მეტად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს. წინა წელს ყველამ ხახვი დათესა და ნიორზე იყო დიდი მოთხოვნა, წელს კიდე, პირიქით, ყველამ ნიორი დათესა და ხახვზეა მოთხოვნა და, შესაბამისად, ნიორი, რომელიც ამოსაღებად იყო მზად, მიწაში დატოვეს გლეხებმა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს გლეხებსაც და ქვეყანას არ გვაქვს სწორი დაგეგმარების საშუალება და ამიტომ არის, რომ ფერმერები არიან დაუცველები და დამოკიდებული ბანკის სესხებზე. ეს მდგომარეობა, არ ვიცი, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს. ყველაზე უარყოფითი ის არის, რომ ძალიან ბევრმა ფერმერმა მიწის დამუშავებაზე თქვა უარი“.
საზამთროსა და ნესვის რეალიზაციის პრობლემას თავისუფალი ბაზრის პრინციპებით ხსნის ლაგოდეხ-ყვარლის მაჟორიტატი დეპუტატი პარლამენტში გურამ მაჭარაშვილი:
„ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის პრინციპი. ჩვენ იმის მომსწრეც ვიყავით, რომ ერთი თვის წინ საკმაოდ კარგი ფასები იყო და ხალხი თვითონვე გამოთქვამდა კმაყოფილებას, რომ წელს კარგი ფასი აქვსო. მერე, როცა პროდუქცია ჭარბი ხდება, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ფასები თამაშს იწყებს, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა ხილზე ხდება ფასის მატება. ახლა განსაკუთრებული მიზეზი, რომელიც საჭიროებს გამოსწორებას, არ არსებობს“.
ასევე ნახეთ კახეთში ატმის ფასი 40 თეთრამდე შემცირდადეპუტატ გურამ მაჭარაშვილს ჩვენ ისიც ვკითხეთ, მუშაობს თუ არა სახელმწიფო ინფორმაციის შეგროვება-გავრცელებაზე, რომლის მიხედვითაც გლეხები გაიგებენ, თუ რა პროდუქციაზეა მოთხოვნა ქვეყანაში:
„სახელმწიფო გლეხს არ უნდა კარნახობდეს. არის სოფლის მეურნეობის ცენტრები, სადაც აქვთ ინფორმაცია, მონაცემები იმის შესახებ, თუ წელს ვინ რამდენს და რა პროდუქციის მოყვანას აპირებს, თუმცა ფერმერები, სამწუხაროდ, თვითონ არ მიდიან ამ ინფორმაციის მისაღებად და საკუთარის დასატოვებლად. ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ“.
კახელი მებაღეები ამბობენ, რომ საზამთროსა და ნესვის რეალიზაციის პრობლემა რეგიონში ყოველთვის იყო, თუმცა მისი საბითუმო ფასი 1990-იანი წლების შემდეგ 5 თეთრზე არ ჩამოსულა. გლეხებისავე ნაწილის თქმით, სახლემწიფომ ვალდებულებად უნდა აიღოს მათი დახმარება მოსავლის რეალიზებაში.